აბრამოვიჩმა ტუხელი "ჩელსის" მწვრთნელად დანიშნა

AutoSharing Option
"ჩელსის" პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა გადაყენებული ფრანკ ლამპარდის ნაცვლად გუნდის მწვრთნელად ტომას ტუხელი დანიშნა.

გერმანელ სპეციალისტს სეზონის ბოლომდე გაუფორმეს კონტრაქტი და თუ იმედები გაამართლა, გაუგრძელებენ კიდეც.

"ჩელსიმ" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა.

ტუხელი დეკემბრის დასასრულს პსჟ-ის მწვრთნელობიდან გადააყენეს, სადაც ორწელიწად-ნახევარი იმუშავა და გასულ სეზონში გუნდი მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლამპარდი გადააყენეს ვარჯიშის მერე წუხელი.
ჩელსის გარდაქმნას ეცდება ცნობილი თომას ტუხელი.
ლექსათა კაცო ლექსათა...
02:10 27-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული