"არსენალის" მორიგი გამარჯვება! "მეთოფეები" დაბრუნდნენ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 26 იანვარს, "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

"წმინდანებისთვის" შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო. მატჩის მე-3 წუთზე სტუარტ არმსტრონგმა ანგარიში გახსნა, თუმცა ამ გოლიდან 5 წუთში "არსენალმა" წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი "მეთოფეების" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, 72-ე წუთზე "არსენალის" ფრანგმა ფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ინგლისის პრემიერლიგაში 19 თამაშის შემდეგ "საუთჰემპტონი" 29 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება "არსენალს",  20 მატჩის შემდეგ 30 ქულით მე-8  ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის ზონას 4-ით,
ხოლო ჩემპიონთა ლიგისას 5 ქულით ჩამორჩებიან.

"საუთჰემპტონი" მომდევნო მატჩს 31 იანვარს, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩაატარებს. "არსენალი" 30 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

"საუთჰემპტონი" - "არსენალი" 1:3
"წმინდა მარიამის სტადიონი"

გოლები: 1:0 სტუარტ არმსტრონგი (3), 1:1 ნიკოლას პეპე (8), 1:2 ბუკაიო საკა (39), 1:3 ალექსანდრ ლაკაზეტი (72).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული