პრემიერლიგის მე-20 ტურში "მანჩესტერი" სახლში 1:2 დამარცხდა "შეფილდ იუნაიტედთან" და ამით ყველა ტურნირზე მისი 13-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
სტუმრები 23-ე წუთზე ბრაიანმა დააწინაურა, 64-ე წუთზე მაკგუაირმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 74-ე წუთზე ბერკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"შეფილდ იუნაიტედმა" "მანჩესტერს" 1973 წლის შემდეგ პირველად მოუგო.
"მანჩესტერი" 40 ქულით მეორე ადგილზეა და 30 იანვარს ლონდონში "არსენალს" შეხვდება.