მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ ყოფილა, თუმცა talksport-მა საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პსჟ-ის ნახევარმცველი ანხელ დი მარია "ტოტენჰემში" შეიძლება აღმოჩნდეს.
ჟოზე მოურინიოს საერთოდ არ ადარდებს არგენტინელის "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩავარდნილი სეზონი. მთავარია, ანხელი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ის, რომ პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, მისი დამსახურებაც იყო.
დი მარია პარიზში ბედნიერია, თუმცა კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში უმთავრდება. "ტოტენჰემმა" სცადა და მისი გადაბირების სურვილი გამოთქვა.
ჯერ უცნობია, რა პოზიცია აქვთ ფრანგული კლუბის წარმომადგენლებს და აპირებენ თუ არა ისინი დი მარიასთვის კონტრაქტის
გახანგრძლივებას. ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.