პრემიერლიგის 21-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 3:1 სძლია "ვესტ ჰემს".
დუბლი "წითლების" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა შეასრულა. მან ზედიზედ მეოთხე სეზონში გაიტანა 20+ გოლი, რასაც კლუბი საიტით გამოეხმაურა - "ეგვიპტელი მეფე".
"ლივერპულმა" ამ სეზონში ჩემპიონატზე 4 გასვლითი მატჩი მოიგო და ოთხივე ლონდონში.
"ლივერპული" 40 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 4 ქულით ჩამორჩება (ქალაქელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული) და 4 თებერვალს "ბრაიტონს" უმასპინძლებს.
ლონდონი."ლონდონი"
ვესტ ჰემი - ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 სალაჰი (57), 0:2 სალაჰი (68), 0:3 ვეინალდუმი (84), 1:3 დოუსონი (87)