"ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართულ გუშინდელ მატჩში (3:1) ორი გოლის გატანა მოახერხა, რითაც მე-5 აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგასა და ჩემპიონშიფში 90 და მეტი გოლი გაიტანა.
ამჟამად სალაჰის ანგარიშზე 141 მატჩში 90 გოლი გახლავთ. მის წინ მოჰამედის თანაგუნდელი, სენეგალელი სადიო მანე იმყოფება, რომელმაც 213 მატჩში 91 გოლი გაიტანა.
მესამე ადგილს "ევერტონისა" და "პორთსმუთის" ყოფილი ნიგერიელი თავდამსხმელი იაკუბუ აიეგბენი იკავებს, რომელმაც 252 მატჩში 95 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილს "ტოტენჰემის", "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავდამსხმელი, ტოგოელი ემანუელ
ადებაიორი იკავებს, რომელმაც მეტოქის კარი 242 მატჩში 97-ჯერ აიღო.
პირველ ადგილზე "ჩელსისა" და კოტ დ'ივუარის ლეგენდა დიდიე დროგბა იმყოფება. ლეგენდის ანგარიშზე 254 შეხვედრაში 104 გოლი გახლავთ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით