"წმინდანები" ჯოჯოხეთში - "მანჩესტერი" - "საუთჰემპტონი" 9:0! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 9:0 გაანადგურა "საუთჰემპტონი", რომელსაც მსაჯმა ორი ფეხბურთელი გაუძევა - მე-2 წუთზე იანკევიცი, ხოლო 86-ე წუთზე ბედნარეკი.

გოლები უან-ბისაკამ, რეშფორდმა, ბედნარეკმა (საკ. კარში), კავანიმ, მარსიალმა (2), მაკტომინიმ, ბრუნო ფერნანდეშმა (პენ) და ჯეიმსმა გაიტანეს.

9:0 პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. ასეთივე ანგარიშით "მანჩესტერმა" 1995 წელს დაამარცხა "იფსვიჩი", ხოლო 2019 წელს - "ლესტერმა" "საუთჰემპტონი".

"მანჩესტერმა", პირველად 20 წლის შემდეგ, ჩემპიონატზე ერთი სეზონის ორ მატჩში გაიტანა 6+ გოლი.

სოლსკიაერის გუნდი ლიდერ "მანჩესტერ სიტის" დაეწია, მხოლოდ დამატებითი
მაჩვენებლით ჩამორჩება და 14 თებერვალს გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული