სუპერმატჩი "ოლდ ტრაფორდზე" - ანჩელოტის "ევერტონმა" "მანჩესტერს" დაუქამბექა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 6 თებერვალს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის 23-ე ტურში "ევერტონს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. 

პირველ ტაიმში "წითელმა ეშმაკებმა" 2 უპასუხო ბურთი გაიტანეს, რითაც დიდი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მერსისაიდელებმა მეორე ტაიმის დებიუტშივე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. 

მატჩის 70-ე წუთზე სკოტ მაკტომინიმ "მანჩესტერი" კვლავ დააწინაურა. თითქოს და სოლსკიეაერის გუნდი დაგეგმილი 3 ქულისკენ მიდიოდა, მაგრამ მატჩის ბოლო წამებზე კალვერთ ლუინმა ანგარიში გაათანაბრა და "ევერტონს" 1 ქულა მოუტანა.


მანჩესტერ იუნაიტედი - ევერტონი

3 : 3

1:0 ედინსონ კავანი (24), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (45), 2:1 დუკურე
(49), 2:2 ხამეს როდრიგესი (52), 3:2 სკოტ მაკტომინი (70), 3:3 კალვერთ ლუინი (90+5). 

23 ტურის შემდეგ "მაჩესტერ იუნაიტედი" 45 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. "ევერტონს" კი 21 მატჩის შემდეგ 37 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს. 

"წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩს 14 თებერვალს, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღდმეგ გამართავენ, "ევერტონი" ამავე დღეს "ფულემს" დაუპირისპირდება. 

alt"წმინდანები" ჯოჯოხეთში - "მანჩესტერი" - "საუთჰემპტონი" 9:0! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
დაუქამბექა რომელ ქართულშია
simon1980
21:00 07-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული