თომას ტუხელმა "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელის რანგში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა.
რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, "ჩელსიმ" ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე გახსნა, ტიმო ვერნერის გადაცემის შემდეგ მეისონ მაუნტმა ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა.
მეორე ტაიმი ლონდონელებისთვის ცუდად დაიწყო, მატჩის 54-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა და მატჩში წონასწორობა აღადგინა.
"არისტოკრატები" 58-ე წუთზე ჟორჟინიომ დააწინაურა. ნახევარმცველმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
23 ტურის შემდეგ "ჩელსი" 39 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება და მეოთხე ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "შეფილდს", მათ ანგარიშზე 11 ქულაა და ბოლო, მე-20 ადგილს იკავებენ.
ლონდონელები მომდევნო მატჩს 16 თებერვალს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. თავის მხრივ, "შეფილდი" 15 თებერვალს "ვესთ ჰემს" ესტუმრება.
"მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" გაანადგურა და მიჯრით მე-14 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]