ტომას ტუხელის შეგირდებმა ანგარიში მატჩის 31-ე წუთზე გახსნეს. აბრაჰამის ნაცვლად შემოსულმა ოლივიე ჟირუმ მასპინძლები დააწინაურა. "არისტოკრატებმა" ანგარიშში სხვაობა ორამდე ტიმო ვერნერის გოლის წყალობით გაზარდეს. გერმანელმა თავდამსხმელმა თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა.
ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ "ჩელსი" პრემიერლიგის ოთხეულში გადავიდა. ლონდონელებს 24 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვთ.
რაც შეეხება "ნიუკასლს", 25 ქულით გასავარდნი ზონის კიდესთან, მე-17 ადგილზე იმყოფება.
"ჩელსი" მომდევნო მატჩს 20 თებერვალს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ნიუკასლი" 21 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
"მანჩესტერმა" ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა [VIDEO]
"ჩელსის" ზედიზედ მე-3 გამარჯვება! "არისტოკრატები" ოთხეულთან ერთად ნაბიჯში... [VIDEO]