29 წლის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა შეიძლება "ევერტონი" დატოვოს, - იტყობინება "დეილი მირორი".
გამოცემის ცნობით, ხამესი თავის ამჟამინდელ გუნდში ყველაფრით კმაყოფილია, მაგრამ წვიმიან და ნისლიან ბრიტანულ ამინდს ვერ იტანს და ესპანეთისაკენ მიუწევს გული.
თუმცა ის არა "რეალში", არამედ "ატლეტიკოში" აპირებს გადასვლას, რომელიც მისი სამსახურით კვლავ დაინტერესდა.
როდრიგესმა ამ სეზონში პრემიერლიგის 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.