პრემიერლიგის 25-ე ტურში "ლივერპული" "ევერონთან" 0:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-3 წუთზე რიშარილსონმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი 83-ე წუთზე სიგურდსონმა პენალტით გაიტანა.
"ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 1923 წლის შემდეგ პირველად სახლში ზედიზედ 4 მატჩი წააგო - სახლში ბოლოს 2 თვის წინ მოიგო.
"ევერტონმა" 2010 წლის შემდეგ პირველად სძლია "ლივერპულს" - სერიამ 23 მატჩი შეადგინა.
იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატზე უკანასკნელი 11 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 6 წააგო, 40 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
"ევერტონი" ამდენივე ქულით მე-7 პოზიციაზეა და 2 მარტს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.