"მე ამ ყველაფერზე ახლა არ უნდა ვლაპარაკობდე..." - მოურინიომ გარეთ ბეილზე ისაუბრა

AutoSharing Option
პრემიერლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემი" "ვესტ ჰემთან" 1:2 დამარცხდა. გარეთ ბეილი მოედანზე მე-2 ტაიმში შემოვიდა და თამაში საკმაოდაც გაამწვავა. 

"მამლების" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განმარტა, ძირითად თერთმეტეულში უელსელი რატომ არ დააყენა

"მე კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. მე მისი, როგორც მთავარ მწვრთნელს, მჯერა. მე ამ ყველაფერზე ახლა არ უნდა ვლაპარაკობდე. გარეთის ნიჭს 90 წუთი თამაში შეეფერება,  თუმცა ჩვენ მისი უმაღლეს დონეზე დაბრუნება გვინდა. 

მაგალითად, ხუთშაბათს ბეილმა 60-65 წუთი ითამაშა. აქედან გამომდინარე, ის დღეს ძირითადში  ვერ დაიწყებდა, მას ამ სიტუაციაში 90 წუთი უმაღლეს დონეზე თამაში არ შეუძლია. 

თუმცა მოხარული ვარ, რომ ის იმას გვაძლევს, რასაც ჩვენ ველით. ის გვაძლევს შესაძლებლობას, მაგრამ მას კარისკენ დარტყმებში არ უმართლებს", - განაცხადა ჟოზემ BT SPORT-თან ინტერვიუში. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმოურინიოს კონტრაქტში ხელშეკრულების გაწყვეტის პუნქტი არაა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული