ჩისკო მუნიოსის "უოტფორდი" შეუჩერებელია - ჩემპიოშიპის 32-ე ტურში გასვლაზე 3:2 დაამარცხა "ბლექბერნი", ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ 60 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ნორვიჩს" 7 ქულით ჩამორჩება.
აი, რა განაცხადა მან ნამატჩევს: "მოვიგეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უკეთ თამაში შეგვიძლია, განსაკუთრებით, დაცვაში. წინ ბევრი მატჩია და ყოველი მათგანი უკეთ უნდა ჩავატაროთ.
მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ, შაბათს კი ისევ თამაში გვაქვს. გაგვიჭირდება, თუმცა კარგი გუნდი გვყავს და მე ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს", - ციტირებს ჩისკოს კლუბის საიტი.
27 თებერვალს "უოტფორდი" სტუმრად
"ბორნმუთს" დაუპირისპირდება.