თავდამსხმელი სერხიო აგუერო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს. "Eurosport"-ის ცნობით, "სიტიმ" თადარიგი დაიჭირა და მისი შემცვლელის შეძენა სურს.
გამოცემის მტკიცებით, "სიტი" "ატლეტიკოს" 21 წლის თავდამსხმელ ჟოაო ფელიქსის შეძენას გეგმავს, რომელსაც მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პორტუგალიელის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.