“მამლების” რიგებიდან ერიკ ლამელამ ენით აღუწერელი გოლი გაიტანა, თუმცა ამან ჟოზე მოურინიოსა და კომპანიას 3 ქულა ვერ მოუტანა.
შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჯერ ახალგაზრდა მარტინ ოდეგორმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 64-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და “არსენალს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.
“ტოტენჰემი” 45 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, “არსენალი” 41 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
“მამლები” მომდევნო შეხვედრას 21 მარტს, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართავს. “მეთოფეები” იმავე დღეს შესანიშნავად მოთამაშე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.
"არსენალის" ფეხბურთელმა თანანაკრებელს მასტურბაციისას ვიდეო გადაუღო