გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალაჰი მერსისაიდულ კლუბში ბედნიერი აღარაა. რაც შეეხება კეინს, მას "ტოტენჰემთან" ერთად ტიტულების ნაკლებობა აწუხებს, რაც მის გუნდიდან წასვლას კიდევ უფრო შესაძლებელს ხდის.
კარაგერი ამჟამად ვერ ხედავს კლუბს, რომელიც ორი ვარსკვლავის დამატებისთვის ამჯერადაც დიდ თანხას გადაიხდის.
"ვფიქრობ, სალაჰი "ლივერპულში" კიდევ რამდენიმე სეზონს გაატარებს. რაც შეეხება ჰარი კეინს, მისი მომავალი "მამლების" გუნდში
ჩემი აზრით, ამჟამად ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ფუნტს შეადგენს; შესაძლოა, მეტსაც და კლუბები ამ თანხას ამ ასაკის ფეხბურთელებში ნამდვილად არ გადაიხდიან, რადგან დაახლოებით მსგავსი ღირებულების თანხა იქნება საჭირო, რათა მსოფლიო ფეხბურთის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავები, ერლინ ჰოლანი და კილიან მბაპე იყიდო. ამას ესპანური კლუბების ფინანსური კრიზისიც ემატება.
ერთადერთი, რის გამოც ეს გუნდები ორ ახალგაზრდა ფეხბურთელში ასტონომიურ თანხას გადაიხდიან, მათი ასაკი და შესაძლებლობები გახლავთ, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან კოვიდმა მადრიდელებსა და კატალონიელებს დაღი დაასვა და პრობლემები შეუქმნა.
ამრიგად, "ლივერპული" სალაჰს "პარი სენ ჟერმენში" წასვლის უფლებას არ მისცემს. თუ ეგვიპტელი საფრანგეთის ლიგაში გადავა, პირადად მე, გაოგნებული ვიქნები. ჩემი აზრით, მოჰამედი მერსისაიდში დარჩება.
რაც შეეხება კეინს, როგორც აღვნიშნე, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა", - განაცხადა კარაგერმა რობი ფოულერის პოდკასტში.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა სალაჰის "რეალში" ტრანსფერი "ჩაშალა"?!