"სიტი" ჰოლანისთვის ბრძოლას გამოეთიშა? გვარდიოლა ფინანსურ კრიზისზე საუბრობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა, რომ შესაძლოა არგენტინელი ფეხბურთელის, სერხიო აგუეროს შემცვლელი გუნდში ვერ მოიყვანონ.

"ქალაქელებმა" რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ მათი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სეზონის ბოლოს ფარდას ჩამოწევს და მანჩესტერულ კარიერას დაასრულებს.

დადის ჭორები, რომ "სიტის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ერლინ ჰოლანიდან, კილიან მბაპედან და ჰარი კეინიდან არჩევანს ერთ შემტევზე გააკეთებს და გაიფორმებს.

თუმცა პეპ გვარდიოლა სხვა რამეს ამბობს, ესპანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამოწვეული ფინანსური კრისიზის გამო კლუბი ახალ ძვირადღირებულ თავდამსხმელს ვერ იყიდის.

"ამ ფასად ჩვენ
ახალი თავდამსხმელის ყიდვა არ შეგვიძლია, ეს შეუძლებელია.. თითქმის ყველა კლუბი ფინანსურ კრიზისშია. ჩვენ გაბრიელ ჟესუსი და ფერან ტორესი გვყავს, ასევე ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოიძებნება, რომელსაც კლუბის გაძლიერება შეუძლია. ჯერ არ ვიცი რა მოხდება.

ამჟამად შანსი დიდია, რომ მომდევნო სეზონისთვის გუნდში ახალი თავდამსხმელი არ გავიფორმოთ"

სერხიო აგუერო "ქალაქელებს" 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა, ჩაატარა 384 შეხვედრა და 257 გოლიც გაიტანა. მისი დახმარებით კი კლუბმა 4 პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო.

წყარო: Marca




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული