"ჩელსიმ" აუტსაიდერისგან 5 გოლი გაუშვა და განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 3 აპრილს, პრემიერ ლიგის 30-ე ტურში ლონდონის "ჩელსი" "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 2:5 დამარცხდა.

"არისტოკრატები" კრისტიან პულიშიჩმა 27-ე წუთზე დააწინაურა, გოლიდან 2 წუთში "ჩელსის" ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა გააძევეს, რამაც მათ თამაშსს დაღი დაასვა.

პირველი ტაიმის მიწურულს 45+2 და 45+4 წუთებზე მათეუს პერეირამ მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და ალბიონლები შესვენებაზე გამარჯვებით გაუშვა.

მეორე ტაიმში ბურთს "ლურჯები" ფლობდნენ, თუმცა "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელებს ვერადავერ აჩერებდნენ, 63-ე წუთზე რობინსონმა, ხოლო 68 წუთზე დიანემ მასპინძელთა კარი 2-ჯერ შეარხიეს.

71-ე წუთზე მეისონ
მაუნტმა ვერნერის კარგი გადაცემით ბურთი ცარიელ კარში შეაგორა და თამაში დაძაბა, თუმცა შეხვედრის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში რობინსონმა დუბლის შესრულება მოახერხა, რითაც ტომას ტუხელი და "ჩელსი" საბოლოოდ გაანადგურა.

ამრიგად, ლონდონელები 51 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, "ვესტ ბრომვიჩი" 21 ქულით ბოლოს წინა, მე-19 ადგილზე იმყოფება.

"ჩელსი" მომდევნო შეხვედრას 10 მარტს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავს, "ვესტ ბრომვიჩი" 12 მარტს "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ გიხარიათ ჩელსია, რომ აგებს ეგრევე სტატუებს დებთ, რომ მოეგოთ დარწმუნებული ვარ ეგრევე არ დაწერდით ამ სტატიას
ჰეთერებო
18:31 03-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული