გუშინ, 3 მარტს, პრემიერ ლიგის 30-ე ტურში ლონდონის "არსენალმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და უთანასწორო ბრძოლაში 0:3 დამარცხდა.
მერსისაიდელთა რიგებიდან დუბლი დიეგო ჟოტამ შეასრულა, ხოლო ერთი გოლიც მუჰამედ სალაჰმა გაიტანა.
ამრიგად, 30 ტურში 49 ქულით "ლივერპული" პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, არსენალი 42 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.
მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავენ, "მეთოფეები" 8 აპრილს პრაღის "სლავიას" დაუპირისპირდება.
როგორც ჩანს იურგენ კლოპის გუნდმა ფორმა აკრიფა და ზედიზედ 3 გამარჯვებაც მოიპოვა, თავის მხრივ, "სამეფო კლუბიც" შესანიშნავ ფორმაშია, რომელმაც გუშინ
"ეიბარი" 2:0 დაამარცხა.