ჩისკოს "უოტფორდის" პრემიერლიგაში აღზევება გარდაუვალია

AutoSharing Option
ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა "უოტფორდმა" ჩემპიონშიპის 41-ე ტურში საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "რედინგი". დუბლი 23 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა ისმაილა სარიმ შეასრულა.

ამ გამარჯვებით "უოტფორდმა" სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრი განიმტკიცა, 82 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ბრენტფორდს 12 ქულით უსწრებს (რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 17 აპრილს სტუმრად "ლუთონს" შეხვდება.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე პრემიერლიგაში 2 საუკეთესო გუნდი გადადის და ძნელი წარმოსადგენია, ფინიშის სწორზე "უოტფორდმა" ასეთი ფორა გაანიავოს.

თავად ტურნირის გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულმა ესპანელმა
სპეციალისტმა შეგირდები შეაქო და თქვა, რომ ჯერ მხოლოდ მომავალ მატჩზე ფიქრობენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც შარშან ჩისკო ლანძღეს დასცინეს ზოგიერთი პირად შეურაწყობაზეც გადავიდა სამწუხაროდ ის ხალხი ვის მიმართაც მეც ვიყავი სიმპატიებით განწყობილი სპეციალისტები ჟურნალისტები ყველამ ესროლა ქვა ჯერ მწვრთNელობა ისწავლოსო უზბეკეთიდან უთვლიდნენ ჩისკოს ჩისკო ვინააოო ჩისკოს დედაცოო რეები აღარ აკადრეს ამ კაცს თითქოს დინამოს პრობლემა მწვრთNელები იყოს 11 მწვრთნელი შეცვალეს 10 წელში ჩისკოს გარდა რა შუაშია დინამოს პრობლემებთან ჩისკოო ჩისკო კარგი მწვრთნელი რომ არის დამტკიცა თავის მუშაობით თან პლიუს ძალიან იღბლიანი ადამინიც ეროვნული ლიგიდან მოხვდა ჩემპიონშიპის ერთ ერთ წამყვან კლუბში მიიღო შანსი გაუმართლა და შემდეგ ეს შანსი კარგად გამოიყენა და მომავალ სეზონში თუ რაღაც სასწაული არ მოხდა პრემიერ ლიგაში იქნება სამწუხაროდ სხვა მწვრთნელებს ასე ძალიან არ უმართლებ მაგალითად სერგეი რებროვიც ძალიან კარგი მწვრთნელია და ლეონიდ სლუცკიც მაგრამ ერთი ფერენცვაროსშია მეორე რუბინში ყველას არ ეძლევა შანსი რომ პრემიერ ლიგის პრეტენდეტ კლუბში მიიღონ მუშაობის შანსი ვოტფორდი შარშან პრემიერ ლიგაში იყოო და ისედაც არ იყო სუსტი კლუბი წარმატებები ჩისკოს.
ზურა
14:23 10-04-2021
0
ეხლა ის ვითომ ფეხბურთის მცოდნე სპეციალისტები ჩისკოს რეპუტაციაზე რომ საუბრობდნენ და მაგრად დასცინოდნენ უოტფორდის ყოველი თამაშის წაგებას ნატრულობენ თავისი ვითომ სიმართლე რომ დაამტკიცონ,მაგარი ბოღმიანი ხალხი ვართ, ყველაფერი ვითომ ვიცით პოლიტიკა , ფეხბურთი, ხელოვნება, ვპროფესორობთ და ბოლოს არაფერი არ ვიცით და დასაცინი ვხდებით. წარმატება ჩისკოს , ფიფია არ გრცხვენია მაინც დინამო რომ ასეთ დღეშია? ქვეყნის ფეხბურთის სახე სავაჭრო კანტორად რომ გადააქციე?
მათე
14:10 10-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული