პრემიერლიგის 32-ე ტურში "მანჩესტერმა" ლონდონში 3:1 დაამარცხა "ტოტენჰემი".
მე-40 წუთზე მასპინძლები სონმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში "ტოტენჰემის" მეკარე ლორისი ფრედმა, კავანიმ და გრინვუდმა დაამწუხრეს.
"მანჩესტერი", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 63 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით ჩამორჩება და 18 აპრილს "ბარნლის" უმასპინძლებს.
"იუნაიტედის" თავდამსხმელმა კავანიმ გაიტანა და 6-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
"ტოტენჰემმა" ყველა ტურნირზე უკანასკნელი 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, მისმა მწვრთნელმა მოურინიომ კი განაცხადა, რომ წაგებას არ იმსახურებდნენ და შესაძლოა, პოგბა გასაძევებელი იყო.