სასწაულმოქმედმა ჩისკომ "უოტფორდი" პრემიერლიგაში გადაიყვანა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "უოტფორდი" პრემიერლიგაში დააბრუნა.

44-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე ისმაილა სარის მიერ მე-11 წუთზე გატანილი პენალტით "მილუოლი" 1:0 დაამარცხა, მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩისკომ "უოტფორდი" 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მას შემდეგ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იასპარეზა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე ზეიმი გაიმართა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებას გულშემატკივრები ქალაქში აღნიშნავენ.

"დეილი მეილი" აღნიშნავს, რომ
ჩისკოს ხელმძღვანელობით "უოტფორდი" სიურპრიზებს პრემიერლიგაშიც შემოგვთავაზებს და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
წარმატებები ჩისკოს, ის ბევრი ქართველის გულშია
გიორგი
30 აპრილი 2021 05:23
0
მთელი საქართველო აგინებდა იმ თამაშის მერე მიეასთან გავასწორეთ ჩისკოსთან კი არა ფიფიასთან უნდა გვქონდეს პრეტენზიები დინამო ამ დგეში რო არის წარმატებები ჩისკოს
გიო
25 აპრილი 2021 14:00
2
დინამოს ნაჩალსტვა - არ გინდოდათ რძე და ყველი?
შაკო
25 აპრილი 2021 10:51
1
მათე ჩემი სათქმელი თქვი.ჩემი აზრით სრული სიმართლე!
Სადღაც რომელიღაც კორუმპირებულ ,,ჭე"ლიგაში რაღაცა წარმატებას მიახწიეს და
დაყენებული როჟით ჩისკოზე ლაპარაკობენ. Ნეტავ სიზმარში მაინც ნახავენ ისეთი გუნდის გაწვრთნას და ისეთ წარმატებას როგორიც ჩვენმა ჩისკომ მიახწია.აი სუყველა ნახავთ თუ საქართველოს ნაკრებშიც არ იმუშაოს წარმატებით დიახ მაესტრო ჩისკომ(სალუქვაძე გასკდი გულზე) და მერე რაღას იტყვით ბოღმიანებო? Თქვენ რო ერთი ადგილი არა გაქვთ(აბა გემუშავათ საქართველოს ნაკრებში,რატო დამანდრაჟდით?უსკაგლაზების ფულით ნაყიდი ჩემპიონობა ისიც ჭე ლიგაში და სხვაზე დაცინვით ლაპარაკი ადვილია)და სხვის წარმატება კი გშურთ
jordan beli
25 აპრილი 2021 05:39
0
რო დაგიხვევიათ ის ვითომ ჩისკოც ლეგენდაა და გუცაევიცო ეხლა ... მოიცა ერთი, აბა ის ვითომ დინამო იყო და თქვენც დინამო ხართ ეხლა??? საკითხი რო ესე დავსვათ, აბა გაეცით პასუხი ეხლა. ბევრს რო ბლატაობთ, ხო გამოჩნდა. დინამო კი არა შეუცვალეთ სახელი როგორც სტადიონს შეუცვალეთ ისე მაგას. მეცხვარეები ან თევზ კომბინატი მართლა
Legenda.*
25 აპრილი 2021 05:27
0
სად არი არველაძეების და ჟორდანიების საბლატაო საერთოდ. რაღა დროს ეგენი არიან ნოსტალგია გაქვთ როჟებზე რას იწვევთ გადაცემებში საერთოდ
Sptf
25 აპრილი 2021 04:55
2
ქართული სპორტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის ჭაობში რომ ყველგან ყველა უნიჭო და განავალი ბლატაობს. ნიჭიერი ნამდვილი ქართველი და პიროვნება რომ ჩაერთვება საქმეში მერე სხვა საქმეა, მანამდე კიდე ეს ღრჯოები და უჯიშოები ბლატაობენ
სიმართლე
25 აპრილი 2021 02:22
0
აქ არაფერი ეტყობოდა დიდი მწვრთნელობის. ალბათ ფეხბურთელები ყავს კარგი. ღმერთმა ხელი მოუმართოს
თამაზი
25 აპრილი 2021 02:12
4
დინამოს მენეჯმენტი ყავს ნუ იტყვი))) კვარაცხელია სასტავში ვერ ხვდებოდა და რუსთავში გაუშვეს( სიომინმა კიდე რუსთავიდან ლოკომოტივში წაიყვანა). ხოჭოლავა ვერ ხვდებოდა სასტავში ქობულეთში წავიდა. ( საიდანაც უკრაინა მერე შახტარში მოხვდა. ეხლა ეს ჩისკო. მოკლედ მაგარი მენეჯმენტი აქვს დინამოს!!! ))))
დიმო
25 აპრილი 2021 00:44
0
ესე იგი ფეხბურთელები კი არა , მენტალობა არ გვივარგა , ამპარტავნებაში ვიხრჩობით , მაშინ როდესაც არაფერს წარმოვადგენთ . ვერ გასცდნენ თვითონ ყაზახეთსა და აზიას და დადეს დასკვნა ესპანელზე , რომელმაც , როგორც ფეხბურთელმაც ყველაფერი გააკეთა დინამოსთვის დ როგორც მწვრთნელმაც . ფარერებთან კიდევ , ფიფიამ და ძმანმა მისმა , ისესე როგორც წინა წელს ხეჩიკაშვილმა , იი ფოსტა მოხსნეს , მაგათი მიზანი მხოლოთ ფული და ვითომ ის გავლენაა , რასავ ამ დაჭაობებულ ქვეყანაში მოიპოვებენ . წარმატებები ჩისკოს .
ATP 16
25 აპრილი 2021 00:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული