სასწაულმოქმედმა ჩისკომ "უოტფორდი" პრემიერლიგაში გადაიყვანა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "უოტფორდი" პრემიერლიგაში დააბრუნა.

44-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე ისმაილა სარის მიერ მე-11 წუთზე გატანილი პენალტით "მილუოლი" 1:0 დაამარცხა, მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩისკომ "უოტფორდი" 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მას შემდეგ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იასპარეზა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე ზეიმი გაიმართა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებას გულშემატკივრები ქალაქში აღნიშნავენ.

"დეილი მეილი" აღნიშნავს, რომ
ჩისკოს ხელმძღვანელობით "უოტფორდი" სიურპრიზებს პრემიერლიგაშიც შემოგვთავაზებს და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
მაგარი კაცია, ვულოცავ! როგორც იტყვიან: "საქმემან შენმან გამოგაჩინოს".
ჩისკოს "უოტფორდში" საქმიანობა სათანადო პასუხია ჟორდანიების, სალუქვაძეებისა და ძმათა მათთა გამონათქვამებზე, აგრეთვე "დინამო"-ს მენეჯმენტისა თუ ფეხბურთელების უვარგისობაზე
ტყეშელაანთ გიჟი
24 აპრილი 2021 21:52
4
ჟორდანია საკუქვაძე რა შუაშია~?? ჩისკოს გუნდმა ფარერების ჩემპიონთან 8-0 წააგო
დავიდ რევაზოვიჩი
25 აპრილი 2021 08:15
4
ვისი ბრალი ყოფილა,ჩისკოსი თუ ფეხბურთელების.დინამო ეხლა ყველაზე საშინელ ფეხბურთს თამაშობს,მიუხედავად ლიდერობისა.
კახა ქ.
24 აპრილი 2021 21:48
3
რამდენი ლანძაღვდა საქართველოში DDDDD ჯიგარი...
რა მაფიაა?
24 აპრილი 2021 20:48
1
ესეიგი ფეხბურთელები არ გვივარგა
ჩისკოიე
24 აპრილი 2021 21:39
0
ჩვენი ძუძუები ლოცავდნენ
Emre
24 აპრილი 2021 21:59
0
ვინ ყოფილა მეცხვარე ხვდებით ხო ?
QT
24 აპრილი 2021 21:37
0
Ბრავო ჩისკოო, იმედია პრემიერლიგაშიც წარმატებას მიაღწევს,,, ბრავო'' ძალად ექსპერტები გამოჩნდა როგორი მცოდნეები ხართ. Გამოსდით და ლანძღეთ გაბღენძილი და ძალად ფილოსოფოსი სახეებით.როგორ ვიცით სხისი გადავლა და ლაფში გასვრა, ძაან მაინტერესებს სალუქვაძის, არველაძის, ჟორდანიას კომენტარები ამჟამად რას იტყვიან და რითი გაამართლებენ თავიანთ პროფესორობას.
მათე
24 აპრილი 2021 21:14
2
ჟორდანია "პროფესორი"უფრო სხვა რამეშია ვიდრე ფეხბურთში დდ
ვახო
25 აპრილი 2021 11:28
0
საქართველო მწვრთნელების სამჭედლო :-D
ზორბეგი
24 აპრილი 2021 21:33
1
წაიყვანოს კუცია არ უნდა?
Levani
24 აპრილი 2021 21:41
3
მთელი საქართველო აგინებდა იმ თამაშის მერე მიეასთან გავასწორეთ ჩისკოსთან კი არა ფიფიასთან უნდა გვქონდეს პრეტენზიები დინამო ამ დგეში რო არის წარმატებები ჩისკოს
გიო
25 აპრილი 2021 14:00
2
დინამოს მენეჯმენტი ყავს ნუ იტყვი))) კვარაცხელია სასტავში ვერ ხვდებოდა და რუსთავში გაუშვეს( სიომინმა კიდე რუსთავიდან ლოკომოტივში წაიყვანა). ხოჭოლავა ვერ ხვდებოდა სასტავში ქობულეთში წავიდა. ( საიდანაც უკრაინა მერე შახტარში მოხვდა. ეხლა ეს ჩისკო. მოკლედ მაგარი მენეჯმენტი აქვს დინამოს!!! ))))
დიმო
25 აპრილი 2021 00:44
0
ესე იგი ფეხბურთელები კი არა , მენტალობა არ გვივარგა , ამპარტავნებაში ვიხრჩობით , მაშინ როდესაც არაფერს წარმოვადგენთ . ვერ გასცდნენ თვითონ ყაზახეთსა და აზიას და დადეს დასკვნა ესპანელზე , რომელმაც , როგორც ფეხბურთელმაც ყველაფერი გააკეთა დინამოსთვის დ როგორც მწვრთნელმაც . ფარერებთან კიდევ , ფიფიამ და ძმანმა მისმა , ისესე როგორც წინა წელს ხეჩიკაშვილმა , იი ფოსტა მოხსნეს , მაგათი მიზანი მხოლოთ ფული და ვითომ ის გავლენაა , რასავ ამ დაჭაობებულ ქვეყანაში მოიპოვებენ . წარმატებები ჩისკოს .
ATP 16
25 აპრილი 2021 00:30
1

სიახლეები პოპულარული