სასწაულმოქმედმა ჩისკომ "უოტფორდი" პრემიერლიგაში გადაიყვანა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "უოტფორდი" პრემიერლიგაში დააბრუნა.

44-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე ისმაილა სარის მიერ მე-11 წუთზე გატანილი პენალტით "მილუოლი" 1:0 დაამარცხა, მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩისკომ "უოტფორდი" 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მას შემდეგ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იასპარეზა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე ზეიმი გაიმართა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებას გულშემატკივრები ქალაქში აღნიშნავენ.

"დეილი მეილი" აღნიშნავს, რომ
ჩისკოს ხელმძღვანელობით "უოტფორდი" სიურპრიზებს პრემიერლიგაშიც შემოგვთავაზებს და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თუ ვინმე ჭეშმარიტად მოინდომებს საქმის კეთებას, მას რათქამა უნდა ლაფს დავასხამთ და დავაბრალებთ უვიცობას, რომ რამენაირად მოვიშოროთ რადგან ხელს გვიშლის ჩჩჩ -ს განხორციელებაში. ასეა ბატონო კაცმა ინგლისში დაამტკიცა იცის თუ არა ეს საქმე, ჩვენ კიდე გავაგდეთ და თან უამრავი შეურაცხმყოფელი სიტყვაც მივაწიეთ. ამიტომაც ვართ ისე როგორც ვართ.
ქართველი
25 აპრილი 2021 00:11
0
არველაძე კი ახურავდა, ჯერ მწვრთნელობა ისწავლოსო
: )))))))
24 აპრილი 2021 23:29
1
წაიყვანოს კვარაცხელია
ucxoplaneteli
24 აპრილი 2021 23:13
0
ჟორდანიების ნაირებმა დააგციეს დინამო და ქართული ფეხბურთი.უნამუსოდ ჩისკოს რომ აგინებდა ტელევიზორში .დინამოს ნამდვილი გულშემატკივრებისგან ჩისკოს მადლობა
იმისთვის რაც დინამოსთვის გააკეთა და კიდევ ბევრი წარმატებები
გიორგი 74
24 აპრილი 2021 22:52
0
რომჩიკა ჩაკუჭავს და დააბრუნებს.
ლაშა
24 აპრილი 2021 22:21
1
Warmatebebi. Momaval sezonshi vugulshematkivtot chiskos. Vfiqrob is qartvelia nawilobriv
აევკლ
24 აპრილი 2021 22:19
0
ჟორდანია:"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!
ჩისკო:"ვინ ჩემი ფეხებია ჟორდანია?!"))
Caruzo9
24 აპრილი 2021 22:09
0
მაგარი კაცია, ვულოცავ! როგორც იტყვიან: "საქმემან შენმან გამოგაჩინოს".
ჩისკოს "უოტფორდში" საქმიანობა სათანადო პასუხია ჟორდანიების, სალუქვაძეებისა და ძმათა მათთა გამონათქვამებზე, აგრეთვე "დინამო"-ს მენეჯმენტისა თუ ფეხბურთელების უვარგისობაზე
ტყეშელაანთ გიჟი
24 აპრილი 2021 21:52
4
ჟორდანია საკუქვაძე რა შუაშია~?? ჩისკოს გუნდმა ფარერების ჩემპიონთან 8-0 წააგო
დავიდ რევაზოვიჩი
25 აპრილი 2021 08:15
4
ვისი ბრალი ყოფილა,ჩისკოსი თუ ფეხბურთელების.დინამო ეხლა ყველაზე საშინელ ფეხბურთს თამაშობს,მიუხედავად ლიდერობისა.
კახა ქ.
24 აპრილი 2021 21:48
3
წაიყვანოს კუცია არ უნდა?
Levani
24 აპრილი 2021 21:41
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული