გუშინ, 26 აპრილს, ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში "ლესტერმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო, მე-12 წუთზე თავი უილფრიდ ზაჰამ გამოიჩინა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, "მელიებმა" 50-ე წუთზე კასტანეს გოლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-80 წუთზე ინეაჩოს გოლით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ამრიგად, "ლესტერი" 62 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან "ჩელსის" 4 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, "კრისტალ პალასი" 38 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.
"ლესტერი" მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს. "კრისტალ პალასი" 1-ელ მაისს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.