მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ სპორტული კლუბის ყიდვით არის დაინტერესებული.

"გულწრფელად რომ გიპასუხოთ, თავიდან საქმე "სელტიკს" ეხებოდა, მისი აქციების დერმოთ დესმონდისაგან გამოსყიდვას.

ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულ მომენტში სპორტული კლუბის ყიდვას ვგეგმავ.

"სელტიკი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ის გუნდებია, რომლებიც მე მომწონს. თუმცა ღია ვარ. ვგრძნობ, რომ კლუბისთვის რაღაც გრანდიოზულის გაკეთება შემიძლია." - დაწერა ირლანდიელმა "ტვიტერში".

იქამდე მაკგრეგორმა დაწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყიდვაზე ფიქრობდა, დღეს კი სწორედ ამის შესახებ დაუსვეს შეკითხვა. Daily Star-მა კი ირლანდიელი მებრძოლის
ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა 252 მილიონ დოლარად შეაფასა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ფუ ტრიპაჩი რისი მყიდველი ხარ ან რა გაგეგება ფეხბურთის
რომა
16:16 22-05-2021
0

სიახლეები პოპულარული