სკანდალი ლივერპულში - მანემ კლოპს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრაში "ლივერპულმა" მეზობელ "მანჩესტერ იუნაიტედს" გასვლაზე მოუგო (4:2), მატჩის დასრულების შემდეგ კი სტუმართა ფორვარდი სადიო მანე სამარცხვინოდ მოიქცა.

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოედანზე ფეხბურთელებისთვის ხელის ჩამოსართმევად შევიდა. "კლოპო" მოწინააღმდეგეებსაც ესალმებოდა, სადიო მანემ კი დამრიგებელს ხელი არ ჩამოართვა, თავი გააქნია და გასახდელისკენ წავიდა.

მანეს გაბრაზების მიზეზი ის გახლდათ, რომ ის კლოპმა მოედანზე 74-ე წუთზე შეიყვანა, თუმცა ამ საქციელს ეს არ ამართლებს.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში გერმანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა და არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა მისი სახე სულ
სხვა რამეს ამბობდა.

მანემ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
I entered in a total of 75 minutes! Because he won 4: 2.
ლუკა
18:40 14-05-2021
2
რატომ მოიქცა სამარცხვინოდ რა შეფასება გაქვთ?! კაცს არ უნდა, რომ ხელი ჩამოართვას ალბათ მიზეზიც აქვს და ეს მისი პირადი საქმეა. არ არის სავალდებულო. კაცმა გამოხატა თავისი უკმაყოფილება.
sss 21
18:12 14-05-2021
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული