ფოდენის თვრალმა დედამ გოგონა დაკბინა და სცემა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, ფილ ფოდენის დედა, კლერ ფოდენი ახალგაზრდა ქალზე თავდასხმაშია დადანაშაულებული, - იტყობინება "სანი".

გამოცემის ცნობით, ინციდენტი კლერის მეგობარი ქალის დაბადების დღეზე მოხდა. კლერმა წვეულებაზე მყოფ კეტი სკიტს სიგარეტი სთხოვა, რაღაცაზე წაკამათდნენ და ჩხუბი დაიწყო. ფოდენის დედამ სკიტს სახეში რამდენიმეჯერ გაარტყა ხელი და ამას გარდა, მის მთელ სხეულზე არაერთი ნაკბენია.

სკიტის მეგობარმა განაცხადა: "ის მთლიანად დასისხლიანებული იყო, პატარა ბავშვი ჰყავს და არ უნდა, ასეთ მდგომარეობაში ნახოს. ძალიან შეშინებულია".

ჯერ უცნობია, თუ როგორ დასჯიან კლერს.

Sportall.Ge

20 წლის ფოდენმა ამ სეზონში
ყველა ტურნირზე "სიტიში" 47 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თ ვ რ ა ლ მ ა არა?:)):))
gurulo
14:40 17-05-2021
0
ბინძური პროვოკაციაა! როცა იცი, რომ ხელებს იქნევს, წინ რატომ უდგები!?
გიო დაჟეჟილი
00:44 17-05-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული