ჩელსიმ ლესტერთან რევანში აიღო - ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის კარგი შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მაისს პრემიერლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურის 4 მატჩი გაიმართა:

მანჩესტერი - ფულჰემი 1:1
გოლები: 1:0 კავანი (15), 1:1 ბრაიენი (76)

საუთჰემპტონი - ლიდსი 0:2
გოლები: 0:1 ბემფორდი (73), 0:2 რობერტსი (90+5)

ბრაიტონი - მანჩესტერ სიტი 3:2
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (2), 0:2 ფოდენი (48), 1:2 ტროსარდი (50), 2:2 უებსტერი (72), 3:2 ბერნი (76)
გაძევება: კანსელო (10)

ჩელსი - ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 რიუდიგერი (47), 2:0 ჟორჟინიო (66, პენ), 2:1 იხენაჩო (76)

"ჩელსისა" და "ლესტერის" დაპირისპირების გარდა, სხვა შეხვედრებს სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. "სტემფორდ
ბრიჯზე" კი მართლაც ბრძოლა გაიმართა და მასპინძლებმა ინგლისის თასის ფინალში ამას წინათ დამარცხებისთვის რევანში აიღეს - 2:1.

ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისიდან 4 გუნდი გადის - "მანჩესტერ სიტიმ" და "მანჩესტერმა" საგზურები უკვე მოიპოვეს, დარჩენილი 2 ადგილისთვის კი 3 გუნდი იბრძოლებს.

67 ქულით "ჩელსი" მესამე პოზიციაზეა, 66 ქულით მეორეზე - "ლესტერი", ხოლო 63 ქულით მეხუთეზე - "ლივერპული", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული - 19 მაისს გასვლაზე "ბარნლის" ხვდება.

ოთხეულში მოხვედრა "ჩელსისაც" არ აქვს გარანტირებული, ხოლო თუ "ლესტერმა" და "ლივერპულმა" ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების შეფარდებას მიენიჭება - ჯერჯერობით "ლივერპულს" +21 აქვს (63:42), "ლესტერს" კი +20 (66:46).

უკანასკნელ ტურში "ჩელსი" ბირმინგემში "ასტონ ვილას" ეწვევა, "ლესტერი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, ხოლო "ლივერპული" - "კრისტალ პალასს".

altმეკარე ალისონმა 90+5-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიგას ან სიტი ან ჩელსი იგებს.ორივე ოთხეულშია.თუ ინგლისს მე-5 ადგილი არ წაართვა უეფამ მომავალ გათამაშებაში 5 გუნდი ეყოლება.ასე რომ პრემიერლიგის მე-5 ადგილოსანიც ლიგაზეა.
ნუკრი
10:32 19-05-2021
1
ლესტერის პატივისცემის მიუხედავად,ლივერპულის ყურება მირჩევნია ლიგაზე
გულშემატკივარი
10:26 19-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული