კეინს ჩემპიონთა რიგებში მოუნდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" კაპიტანი, ჰარი კეინი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა, ინგლისელ ფეხბურთელს გადასვლა "მანჩესტერ სიტიში" სურს. "სპურსის" კაპიტანმა ეს ინფორმაცია დაადასტურა კიდევაც, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ის გუნდს დატოვებს.

როგორც The Times იტყობინება, ჰარი კლუბის ხელმძღვანელბას უკვე შეუთანხმდა, რის გამოც მას "მამლების" დატოვება თავისუფლად შეეძლება.

რაც შეეხება ღირებულებას, იგივე The Times-ის მიხედვით, სატრანსფერო ფასი 175 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება, რაც ასტრონომიული თანხაა.

ავტორიტეტული The Daily Mail წერს, რომ "მამლებმა" და "ქალაქელებმა" შესაძლოა გაბრიელ ჟესუსი და ჰარი კეინი ერთმანეთში გაცვალონ. მითუმეტეს თუ ინგლისელი
პეპს შეუერთდება ბრაზილიელი თავდამსხმელის სათამაშო დრო ავტომატურად შემცირდება, რის გამოც მას კლუბიდან წასვლის სურვილი გაუჩნდება, ეს კი იდეალური ვარიანტია.

2020/2021 წლის პრემიერ ლიგის ჩემპიონებს აქტიურად უკავშირებდნენ "დორტმუნდის" სუპერტალანტს, ნორვეგიელ ერლინ ჰოლანს, რომელიც "სიტის" ბევრად ბევრად მეტს შესძენს ვიდრე ტრავმიანობისკენ მიდრეკილი კეინი.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალურად რომანოს ერთმა უწყინარმა განცხადება მდაატრიალა ეს ჭორი :D კაცმა თქვა სიტი აუცილებალდ ეცდებაო მის ყიდვასო და მედიამ აიტაცა,რომ კეინს უთქვამს მეზობლისთვის სიტიში მინდაო.არაა ეგრე კეინიც კარგად ხვდება,რომ სიტი მის გარეშეც აკრგადაა ისედაც 3 შემადგენლობაჰ ყავს და მერე ამის დამატება სერიოზული დისბალანსი იქნება პრემიერლიგისთვის.უდიდესი ალბათობით ინგლისში დარჩება და წავა იუნაიტედში,რადგან ამ ორის სჭირდება ერთმანეთი ყველაზე მეტად.სერიოზული გუნდი კეთდება მანდაც სანჩო დაკეინის მიყვანით პლიუს რაისიც მოკლედ სერიოზული გუნდი იქნება რაც ფეხბურთისთვის აუცილებელია!აბა ესეც თუ სიტიმ დაითრია იქეთ ჰალანდიც გვინდაო აქედანვე აქვთ ნათქვამი პლიუს გრილიშიც მინდაო მესიც უნდა და მერე კიდევ გვარდიოლაა საუკეთესო თუ ვინც ამ ტრანსფერებს უკეთებს?
აბგდ
11:49 21-05-2021
1
ამის მერე უეფა კიდევ ფეხბურთის შენახვაზე ილაპარაკებს? რამდეჯერაც სიტიმ ფეირფლეი დაარღვია და არ დასაჯეს და იგივეს აგრძელებენ.
Nick
11:01 21-05-2021
2

სიახლეები პოპულარული