"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა გულშემატკივრებთან საუბრისას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "წითლებს" ტიტულის მოსაგებად სჭირდება.
"ვარანი, კეინი და სანჩო = ტიტულს." - ლაკონურად დაწერა გარიმ.
რაფაელ ვარანი "რეალის" ფეხბურთელია, ჰარი კეინი "ტოტენჰემ ჰოთსპურში" თამაშობს, ჯეიდონ სანჩო კი"დორტმუნდის" ღირსებას იცავს. უკანასკნელი ორის მიმართ "იუნაიტედს" შეძენის სურვილი აქამდეც გამოუთქვამს.