"მე მის ნამდვილობის არ მჯერა, ის ჩემს შვილთან გულწრფელი არასდროს ყოფილა..." - აგუეროს მამა პეპს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
სერხიო აგუეროს მამამ, ლიონელ დელ კასტილომ, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა. ესპანელმა სპეციალისტმა აგუეროს პრემიერლიგაში ბოლო თამაშის შემდეგ ჟურნალისტების თვალწინ ცრემლები ვერ შეიკავა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელის მამამ ამ ცრემლებს ტყუილი უწოდა.

"მე მისი ნამდვილობის არ მჯერა, ის ჩემს შვილთან გულწრფელი არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, მას ის არასდროს უნდოდა. გვარდიოლა დიდებული მწვრთნელია, მაგრამ მას ყოველთვის სურს, გუნდში წამყვანი ფიგურა ის იყოს. დღიდან დღემდე ის მოთამაშეებს ცვლის. ამიტომ ფეხბურთელებმა გუნდში მათი მნიშვნელობა არ იციან. მან თქვა, რომ აგუეროს ჩანაცვლება შეუძლებელი იყო,
თუმცა სად არის ახლა ის" - განაცხადა აგუეროს მამამ.

"ჩემი შვილი ახლა ბედნიერია. 15 წელია მესი და სერხიო მეგობრები არიან, მათ ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი. როგორც ჩანს, ლეო "ბარსელონაში" დარჩება. ამრიგად, ისინი, ნაკრების გარდა, კლუბშიც ერთად ითამაშებენ".

წყარო: marca


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანმები აგუეროს მამას, ვის სჭირდება გვარდიოლას, ნიანგის ცრემლები? პეპ, მაგრად შეცდი.
გია
09:53 05-06-2021
1

სიახლეები პოპულარული