"ჩელსიმ" გუნდის მწვრთნელს, ტომას ტუხელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით გერმანელი სპეციალისტი "არისტოკრატებთან" 2024 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.
კლუბმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, თანამშრომლობის გაგრძელება ტუხელის გუნდში მისვლისთანავე იყო შეთანხმებული.
47 წლის ტუხელმა "ჩელსი" იანვარში ჩაიბარა.