"ჩელსიმ" მუდრიკთან დაკავშირებით სატრანსფერო პოზიცია შეცვალა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მერვე ტურში, გასვლაზე "ლივერპულთან" წაგებულ მატჩში (1:2), "ჩელსის" განაცხდაში ვერ მოხვდა უკრაინელი გარემარბი მიხაილ მუდრიკი, რომლის შესახებ ადრე გავრცელდა ინფორმცია, რომ შეიძლება გაასხვისონ.

ინგლისური მედიის ცნობით, ლონდონურმა კლუბმა 23 წლის მუდრიკის იანვარში სხვა გუნდში განათხოვრება გადაიფიქრა და მინიმუმ ზაფხულამდე არსად არ გაუშვებს.

მუდრიკი "ჩელსიმ" 2023 წლის იანვარში "შახტარისგან" 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 66 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახლა კი ძირითად შემადგენლობაში ჯეიდონ სანჩოსთან  კონკურენციის წაგების გამო ვერ ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დავით 67 -ს კვარა ნამდვლად სჯობს მუდრიკს და არამარტო მას, თუმცა ეს ძალიან მაღალი სატრასფერო წნეხი რომ არ ჰქონოდა მუდრიკს გაცილებით უკეთ ითამაშებდა ჩემი აზრით და თუ გაანათხოვრეს ალბათ ათამაშდება კიდეც, ძალიან კარგი ფეხბურდთელია.
gionat
11:11 22-10-2024
2
Ბატონო Დავით 67,მუდრიკი რითი ჯობია?! Საქართველოს ნაკრებთან გატანილი გოლით?! Კვარაცხელია, რამდენჯერ გაექცეოდა კაკაბაძე-კაშიას და რამდენს გოლს გაიტანდა მუდრიკის ადგილზე?!
Ზაზა
22:12 21-10-2024
3

სიახლეები პოპულარული