არ გამართლდა ბრიტანული სპორტული მედიის ვარაუდი, რომ ვეტერანი ფეხბურთელები ტიაგო სილვა და ოლივიე ჟირუ "ჩელსის" დატოვებდნენ.
36 წლის ტიაგო სილვას კონტრაქტი გაისამდე გაუხანგრძლივეს. ის ლონდონურ გუნდში აგვისტოში ჩაირიცხა და პრემიერლიგის 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
34 წლის ოლივიე ჟირუს ხელშეკრულება ასევე მომავალი წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს. ის "არისტოკრატების" ღირსებას 2018 წლის იანვრიდან იცავს და მცირე სათამაშო დროის გამო კლუბის გამოცვლას აპირებდა.
"ჩელსი" 39 არგენტინელ მეკარეს ვილი კაბალიეროს დაემშვიდობა, რომელიც "მანჩესტერ სიტიდან" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 38 მატჩში
მიიღო მონაწილეობა.