"ექსლივერპულელს" ქვები დაუშინეს და ხერხემალი გაუტეხეს

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და ჩილეს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარკ გონსალესი ექსკურსიაზე ყოფნისას სიკდილს ძლივს გადაურჩა.

როგორც ექსფეხბურთელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, მთაში, მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე გორაკზე ოჯახთან ერთად მიდიოდა, როცა უცნობი პირები თავს დაესხნენ.

"ორ შვილთან და რამდენიმე მეგობართან ერთად მივდიოდი. როცა საბოლოო წერტილს მივუახლოვდით, გასროლის ხმა გავიგონეთ, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია. გზად მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფი ოჯახი შეგვხვდა და გვითხრეს, იქაურობას გავცლოდით, რადგან მათ იარაღებით ემუქრებოდნენ.  უცნაურად მოგვეჩვენა, რადგან სულ იქ დავდივართ.

20 მეტრი არ გვქონდა გავლილი, ქვებით შეიარაღებულები დაგვემუქრნენ. მეგონა,
იქვე მომკლავდნენ. იქიდან გამოგვყარეს და ვიღაცამ ჯერ ხელი მკრა, შემდეგ მძიმე ჯოხი ჩამარტყა და ჩხუბიც დაიწყო. ხერხემლის მალა გამიტყდა. კიდევ კარგი, ქვა მეც არ ვისროლე, თორემ შეიძლებოდა ვიღაც მომეკლა.

ახლა სახლში ვარ, ხერხემლის გამო მიწევს შინ ყოფნა. როგორც ვიცი, დამნაშავე დააკავეს და ყველაფერს ვიზამ სამართლის აღსასრულებლად. ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ ეს ყველაფერი ჩემმა შვილებმა გამოიარეს", - თქვა გონსალესმა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული