ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის განათლების გასაოცარი დონე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა ინტერვიუ ბრიტანულ რადიო Talk Sport-ს მისცა და სხვადასხვა თემაზე საუბართან ერთად მცირედით თავიც შეირცხვინა.

ჟურნალისტი: დინ სმითი ("ასტონ ვილას" მთ. მწვრთნელი) ამბობს თქვენზე, რომ ფეხბურთის ენციკლოპედია ხართ. საიდან ეს?
გრილიში: რას გულისხმობთ?
ჟურნალისტი: ფეხბურთის ენციკლოპედია.
გრილიში: არ ვიცი, ეს რას ნიშნავს...

შემდეგ ჟურნალისტი ამბობს: "ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ენციკლოპედია" და საუბარს აგრძელებს, თუმცა გრილიშის სახის გამომეტყველებით ხვდება, რომ ჯეკმა არ იცის, რა არის ენციკლოპედია და მის მნიშვნელობასაც უხსნის...

გრილიშის სანაცვლოდ 85 მილიონი ფუნტის გა
დახდას აპირებენ და ხელფასი 12 მილიონი ექნება...


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხუმრა ბიჭმა რა მოხდა მერე :დ
აბგდ
02 ივლისი 2021 16:01
7
რა თავში უხლია "ენციკლოპედია" აი, ეს სახელი ბურთს რომ ერქვას მაშინ კი....:)))))))))))
საბა
02 ივლისი 2021 15:59
2
მერე ხალხი იტყვის, ცხოვრება სამართლიანიაო :))) ტიპი დებილია, განა ბირთვული ფიზიკა, სიტყვა ენციკლოპედიის მნიშვნელობაც არ იცის, ექიმები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენენ, მეცნიერები, რომლებიც მსოფლიოს პროგრესს განაპირობებენ, ასეთების მე-100-საც არ იღებენ ცხოვრების მანძილზე...
კითხვა
02 ივლისი 2021 15:32
2
ამ ადამიანს ფულს უხდიან იმაში, რომ თავის საქმეს მაგრად აკეთებს - გამარჯვება, მაყურებელი და შესაბამისად ფული მოაქვს თავისის გუნდისათვის. დიდი ფული. ტყუილად არავინ არაფერს არ უხდის. და არც მისი შრომაა ვინმეს შრომაზე ადვილი. ვინც იცის რა არის პროფესიული სპორტი, დამემოწმება. ასე რომ, რა არის ენციკლობედია რომ არ იცის, ამას მის სამუშაოსთან და შესაბამისად გამომუშავებულ თანხასთან, არანაირი კავშირი არ აქვს.
არტ
02 ივლისი 2021 15:51
11
თავის საქმის პროფესორია ძმა და მაგ საქმეში უხდიან 12 მილიონს... აბა ისაა კარგი ენციკლოპედია რომ იცი რა არის და 650 ლარი რომ გაქვს ხელფასი? ბუჰააჰააა :)))
Talo
02 ივლისი 2021 15:05
4

სიახლეები პოპულარული