კატასტროფის წინაშე - "ბარსას" მესის შესანარჩუნებლად წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ფინანსური პრობლემების გამო ძალიან რთულ სიტუაციაშია, მესისთვის ახალი კონტრაქტის შესათვაზებლად ფული არ აქვს და არაა გამორიცხული, წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწიოს, - იტყობინება Footmercato.

მესი თავისუფალი აგენტი გახდა და მის გადაბირებას "მანჩესტერ სიტი" და პსჟ ცდილობენ.

გამოცემის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს დაურეკა და თავის გუნდში გადასვლა შესთავაზა.

Sportall.Ge

"სიტისთვის" შეტევის გაძლიერების პრიორიტეტული ვარიანტი "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინია, მაგრამ ლონდონური კლუბი მას ძალიან ძვირად აფასებს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ქალაქელებმა" ტრანსფერში 116 მილიონი ევრო და კიდევ
ერთი ფეხბურთელი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

მოკლედ, "სიტისთვის" გრიზმანი სათადარიგო კანდიდატია.

L’Esportiu de Catalunya კი ირწმუნება, რომ "ბარსელონა" მზადაა თავდამსხმელ მარტინ ბრეიზუეითს 10-15 მილიონად შეელიოს, რომლის პერსონითაც ევროპის ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობის შემდეგ რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საშინელი "დანატოვარი" დაუტოვა, ბართომეუმ ლაპორტას. რახან ციხეში არ ზის, ეს "ყოფილი" ეჭვი მაქვს, მანდაც სალომე ზურაბიშვილის, ხელი ხომ არ ურევია? მაგას უყვარს, დამნაშავეების შეწყალება. (ეს ისე, მწარე ხუმრობა რომელიც რეალობასთან ახლოს არის) ეხლა უნდა გამოაჩინოს კატალონიის მოსახლეობამ ერთსულოვნება და დაეხმარონ გუნდს ამ გაჭირვების დროს, მარტო სავსე ტრიბუნებიდან, არ უნდა იყოს მხარდაჭერა! მითუმეტეს კატალონია, უმდიდრესი რეგიონი არის. ნამდვილად არ მინდა ამ ფინანსურ მდგომარეობას, წამყვანი ფეხბურთელები შეეწირნონ, გრიზმანი მენანება. სიმართლე გითხრათ და 100%-ითაც დარწმუნებული ვარ, მესიც არ მოიწონებს ასეთ მიდგომას, პირიქით მას უყვარს ძლიერი ფეხბურთელების გვერდით თამაში. ეხლა გამოჩნდება კატალონიის ხალხის ერთსულოვნება! ვნახოთ.
barsa
13:40 10-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული