"იუვენტუსი" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსით დაინტერესდა და ამ ზაფხულს მის შეძენას აპირებს.
Calciomercato-ს ცნობით, "სიტი" თანახმაა ბრაზილიელი 50 მილიონ ევროდ გაყიდოს.
გასულ სეზონში ჟეზუსმა "ქალაქელთა" რიგებში ყველა ტურნირზე 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სიტი" რაჰიმ სტერლინგის გასხვისებას გეგმავს.