"ჩელსიმ" ჰოლანის შემდეგ თვალი მორიგ სუპერფორვარდს დაადგა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" თუ "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინ ჰოლანის შეძენას ვერ მოახერხებს, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკის შეძენას ეცდება.

პოლონელის აგენტი პინი ზაჰავი უკვე ესაუბრა ლონდონური კლუბის წარმომადგენლებს - "არისტოკრატები" ნორვეგიელის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ლევანდოვსკის ყიდვას ამ ზაფხულშივე ეცდებიან.

Bild-ის ინფორმაციით, ლონდონელთა შეთავაზება ციფრებში იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ პოლონელის გარემოცვა უყურადღებოდ ვერ დატოვა.

აქამდე იწერებოდა, რომ რობერტის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" იჩენდა, ხოლო თავად ფეხბურთელი კი მადრიდის "რეალში" თამაშზე ოცნებობსო.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ 29 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 7
საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი გოლდენები და სილვერები სად მიდიან.
gela
14:58 21-07-2021
0
წადი ლევანა ჩელსიში, ოღონდაც ჰალანდი ბაიერნში. შენი ვალი მოხდილი გაქვს ბაიერნის წინაშე.
ბაიერნი
13:43 21-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული