ლონდონელი სანჩო მანჩესტერელია!

AutoSharing Option
ინგლისელი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა.

ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა.

"ყოველთვის ვიქნები "დორტმუნდის" მადლობელი, სადაც ზრდასრულთა ფეხბურთში თამაშის შანსი მომცეს, თუმცა ინგლისში დაბრუნება ძალიან მინდოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა პრემიერლიგაში ვითამაშებ.

"იუნაიტედს" ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს, ფეხბურთელები ფრთებშესხმულები არიან. ვიცი, ერთად განსაკუთრებული შედეგებისა და წარმატებების მიღწევა შეგვიძლია. ამას ფანები იმსახურებენ.

მოუთმენლად ველი მთავარ მწვრთნელთან მუშაობის დაწყებას, რათა ჩემი ფეხბურთის გაუმჯობესება შევძლო", - თქვა სანჩომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული