ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა რობერტო კარლოსმა თანამემამულე, იტალიის მოქალაქე და ამავე ქვეყნის ნაკრების წევრი ჟორჟინიო შეაქო, რომელიც ლონდონის "ჩელსიში" გამოდის.
"ის, რომ ჟორჟინიო გუნდში არ გყავს, ეს ყველა ტოპ-კლუბისთვის დანაკლისია, მათ შორის, ბრაზილიის ნაკრებისთვისაც. ის ტექნიკურია, მოედანს კარგად ხედავს და შესაშური სიმშვიდით გამოირჩევა.
ყოველთვის იცის, რა მოქმედება იქნება საუკეთესო. ამასთანავე, ართმევაშიც ფასდაუდებელია, რასაც პოზიციის ბრწყინვალედ შერჩევის საშუალებით ახერხებს.
ჟორჟინიოს თამაშით სასურველი შედეგი იტალიის ნაკრებსა და "ჩელსის" დაუდგათ. ინგლისელმა ფანებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან მას შემდეგ, რაც
მან ჯერ ლიგა ევროპა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა", - თქვა რობერტო კარლოსმა La Repubblica-სთან ინტერვიუში.