"არსენალი" ლაუტარო მარტინესის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
"არსენალს" უნდა, პრემიერლიგის ტოპ 4-ეულს მიუახლოვდეს და "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის შეძენას აპირებს.

ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, "არსენალმა" "ინტერს" არგენტინელის ტრანსფერზე უკვე ოფიციალურად მიმართა.

გამოცემის მტკიცებით, ლონდონური კლუბი აგრეთვე უაიტის, რამსდეილის და ლოკატელის შეძენას ცდილობს.

ლაუტარომ გასულ სეზონში 47 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ინტერს" კი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მისი გაყიდვა სურს.