Tuttomercatoweb-ის ცნობით, "რეალის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის "ევერტონში" ყოფილი შეგირდის, რიშარლისონის გადაბირება არ გამოუვიდა.
გამოცემის მტკიცებით, ლივერპულურმა კლუბმა "რეალს" ფეხბურთელი 90 მილიონ ევროდ დაუფასა და ამის შემდეგ კლუბებს შორის მოლაპარაკება შეწყდა, ვინაიდან მადრიდელები ამხელა თანხას არ გადაიხდიდნენ.
რიშარლისონმა, 2018 წლიდან მოყოლებული, "ევერტონში" 119 მატჩში 42 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჟამად კი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე ასპარეზობს.