“100 დედამ***ლი მილიონი, წარმოგიდგენიათ?!” - როკ-ლეგენდა “სიტის” ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
როკ-ჯგუფ “ოაზისის” ყოფილი წევრი ნოამ გალაჰერი, რომელიც “მანჩესტერ სიტის” თავგადაკლული ფანია, “ლურჯებში” ჯეკ გრილიშის ტრანსფერს გამოეხმაურა.

”100 მილიონი, 100 დედამ***ლი მილიონი, წარმოგიდგენიათ?! მაშინ ფოდენი 500 მილიონი ღირს!” - დაწერა გალაჰერმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

“ასტონ ვილას” კაპიტანი ჯეკ გრილიში მანჩესტერული კლუბის წევრი გახდება და მის სანაცვლოდ “სიტი” 100 მილიონ ევროს გადაიხდის. მას შემდეგ, რაც ეს გარიგება შედგება, გრილიში ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ინგლისელებს ხომ უყვართ თავისი ფეხბურთელების ძალით გაპიარება. პელე, დი სტეფანო, პუშკაში, მერე მარადონა, კრუიფი, პლატინი და ინგლისელები ყველგან ბობი ჩარლტონს ატენიდნენ, მერე ალან შირერს :). ესეც ხარკია სიტის შეიხების გადახდილი - ფასი აუწიეს და ინგლისელიც გარიეს 100 ათასიანებში, ლივერპულმა რომ ენდი ქეროლი იყიდა 35 მლნ -ად ზუსტად ისეთი ტრანსფერია.
4
არ კიდიათ ფინანსური ფეარ ფლეი?გადაიყვანს კეინსაც და ეთამაშე მერე.რაღა აზრი აქვს პრემიერლიგას.ეს და პსჟ კლავენ ფეხბურთს.განუსაზღვრელუა მათი რესურსი.ვისაც უნდა იმას იყიდიან.ტომრების რბოლაა.შეიხებმა რეალურ ფლეისთეიშენად გაადააქციეს საკლუბო ფეხბურთი.კიდევ კაი სანაკრებო ფეხბურთი არსებობს,თუმცა ასეთი აბსურდული ფასები სანაკრებო ფეხბურთსაც გააფუჭებს.
Master
15:18 05-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული