ინგლისელები პოგბას ახალ გუნდზე წერენ - ფრანგი "ოლდ ტრაფორდს" მომდევნო სეზონში დატოვებს

AutoSharing Option
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კიდევ 12 თვითაა დაკავშირებული. როგორც ინგლისური გვერდები წერენ, ფრანგი "ოლდ ტრაფორდს" მომდევნო სეზონში დატოვებს და კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.

"ბლანკოსის" რიგებში გადასვლას ნახევარმცველს უკვე რამდენიმე სეზონია უკავშირებენ (განსაკუთრებით, ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში), თუმცა პოლზე უარს არც კარლო ანჩელოტი ამბობს.

Daily Star-ის ცნობით, პოგბამ გადაწყვიტა, რომ 2022 წლის 30 ივნისს "წითელი ეშმაკები" უფასოდ დატოვოს და კარიერა "სამეფო კლუბში" განაგრძოს.

მას შემდეგ, რაც ლა ლიგის მესვეურებმა პანდემიის გამო ფინანსური შეზღუდვა შემოიღეს, ესპანურ კლუბებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა ჩამოერთვათ. ამიტომ დიდია ალბათობა
იმისა, რომ კონკრეტულად მადრიდის "რეალი" მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდ ვაჭრობას შემოგვთავაზებს.

სავარაუდოდ, პოგბასთან ერთად გუნდში კიდევ ერთი ტალანტი, კილიან მბაპე გადავა. დიდი ალბათობით, ფლორენტინო პერესი ერლინ ჰოლანის ყიდვასაც შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგები მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტები იქნებიან, ფული კი ნორვეგიელის სანაცვლოდ ექნებათ გადასახდელი, თუმცა "ბლანკოსთან" ერთად "დორტმუნდის" ამჟამინდელი ლიდერით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "პარი სენ ჟერმენი" და მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
პაპა კარლო კარგ გუნდს დააყენებს თუ დასცალდა, მაგრამ პერესისგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც ზიდანის მესამედ დაბრუნება არ არის გამორიცხული
მამუკა
06:58 17-08-2021
0
აირია მონასტერი!
0

სიახლეები პოპულარული