გვარდიოლა კლოპს: წადი და მიჩივლე!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ლივერპულის" დამრიგებელ იურგენ კლოპს კლუბის ფინანსების თაობაზე ირიბი პასუხი გასცა და დაინტერესებულ მხარეებს სასამართლოში წასვლისკენ მიუთითა.

"არის შეზღუდვები, დაწესებული ფინანსური ფეირ-პლეი. თუკი ვინმეს ჩვენი დანახარჯები კითხვებს აღუძრავს, შეუძლიათ სასამართლოს მიმართოს და ეს საკითხი იქ დააყენოს.

ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ყველა კანონსა და წესს ვიცავთ. რასაკვირველია, ჩვენი კლუბის მფლობელებს ფულის გადაყრა არ სურთ, მაგრამ მზად არიან დასახარჯად. სწორედ ამის ხარჯზე ვდებთ გარიგებებს", - თქვა გვარდიოლამ.

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა გუშინ, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტი" განუსაზღვრელად
ბევრს ხარჯავს და გვარდიოლას ფეხბურთელების შერჩევისას ფინანსური ლიმიტი არ აქვს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
კლოპზე მაგარი ვერასოდეს ვერ იქნები, მესი, ჩავი, ინიესტა, ამათთან მაგარი ხარ არა?
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული