"არის შეზღუდვები, დაწესებული ფინანსური ფეირ-პლეი. თუკი ვინმეს ჩვენი დანახარჯები კითხვებს აღუძრავს, შეუძლიათ სასამართლოს მიმართოს და ეს საკითხი იქ დააყენოს.
ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ყველა კანონსა და წესს ვიცავთ. რასაკვირველია, ჩვენი კლუბის მფლობელებს ფულის გადაყრა არ სურთ, მაგრამ მზად არიან დასახარჯად. სწორედ ამის ხარჯზე ვდებთ გარიგებებს", - თქვა გვარდიოლამ.
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა გუშინ, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტი" განუსაზღვრელად
ბევრს ხარჯავს და გვარდიოლას ფეხბურთელების შერჩევისას ფინანსური ლიმიტი არ აქვს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით