
22 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველის, მარტინ ედეგორის ტრანსფერზე "რეალმა" და "არსენალმა" შეთანხმებას მიაღწიეს, - იტყობინება Sky Sports-ი.
დღეს ედეგორმა "არსენალში" მედშემოწმება გაიარა და კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.
ედეგორი "რეალში" 2015 წელს გადავიდა, გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით "არსენალში" თამაშობდა, რომლის რიგებში 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ედეგორი "რეალში" 2015 წელს გადავიდა, გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით "არსენალში" თამაშობდა, რომლის რიგებში 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარტინი 2014 წლიდან ნორვეგიის ნაკრების წევრია.